0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
20 სექტემბერი 2014

დღეის მონაცემებით, შპს ,,სამეგობრომ,, ფერმერებისგან 1,530,960 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. თანხამ კი 153,096 ლარი შეადგინა, სუბსიდიის სახით საწარმო 122.278 ლარს მიიღებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას სულ ხუთი საწარმო იღებს- შპს ,,გეოფრუტი“, შპს ,,ნატურალ 7“, შპს ,,ბიოჯუსი“, შპს ,,სამეგობრო“, და შპს ,, ჯეოკონცენტრანტი“. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Top