სოფელ ცხავერის მოსახლეობას დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება
12 დეკემბერი 2014
სოფლების გოსტიბესა და ცხავერის ელექტროფიცირება სამთავრობო პროექტების ,,სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა. ორივე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ.
სოფელ გოსტიბეს ელექტროფიცირება, სადაც 76 ოჯახი ცხოვრობს 2013 წელს დასრულდა. გოსტიბეში აშენდა 12 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 2 ერთეული 10/0.4 კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. ,,აშენდა 6 კმ-მდე სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ’’ შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 355 ათასი ლარი დაიხარჯა.
სოფელ ცხავერში მცხოვრები 44 ოჯახისათვის კი აშენდა 300მ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 10/0.4 კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები შპს ,,ელექტრო მონტაჟი 2012’’-მა შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 86 ათასი ლარი დაიხარჯა.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი.
ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებისა, ასევე მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოუყო 1 მლნ 702 ათასი ლარი. ხოლო 2014 წელს 6 მლნ 500 ათასი ლარი.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) მიერ დასრულებულია ასევე 4 სოფლის ელექტროფიკაცია. სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია: დმანისის მუნიციპალიტეტი- სოფელიმამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი- სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი- სოფელი ჭართალია, დუშეთის მუნიციპალიტეტი-სოფელი შატილი.