შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 1 წლიანი ანგარიში
16 დეკემბერი 2014
გუბერნატორის განცხადებით, შიდა ქართლში მასშტაბური და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროექტები განხორციელდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შიდა ქართლის მასშტაბით აქტიურად მიმდინარებს ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხიდების, გზების, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემების კეთილმოწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ყველა აღნიშნული მიმართულებით, ხორციელდება პროექტები ე.წ. გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში, სადაც უკვე მოეწყო 9 ახალი ჭაბურღილი სადაწნეო კოშკითა და რეზერვუარებით - ჯამში 1 550 000 ლარის ღირებულების. წყლის პრობლემის მოგვარება მიმდინარეობს მთელი რეგიონის მასშტაბით და 6 სოფელში უკვე გაკეთდა 10 ახალი ჭაბურღილი სადაწნეო კოშკითა და რეზერვუარებით, ასევე 8 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 ჭაბურღილს და გაკეთდა 3 სრულიად ახალი რეზერვუარი, განხორციელდა 18 სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. მოეწყო ერთი ახალი სათავე ნაგებობა. სასმელი წყლის მაგისტრალისა და ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა,ჯამში 104 569 გრ.მ. სულ წყალმომარაგებაზე დაიხარჯა 9 476 964 ლარი.
ზურაბ რუსიშვილის თქმით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2014 წელს რეგიონში დაიხარჯა 4 889 915 ლარი. გარდა ამისა, 9 დეკემბერს საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა სოფელ მეჯვრისხევში, რომელშიც შესაძლებელია საჯარო და კერძო მომსახურების 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
რაც შეეხება ჯანდაცვას, გუბერნატორის ინიციატივით, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს ახალი საავადმყოფოს მშენებლობა , რომლისთვისაც გამოყოფილია 1 203 990 ლარი. საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში დაიხარჯა 7 816 523 ლარი, საიდანაც მშობიარობაზე გამოიყო -1 115 513 ლარი, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახულებაზე გამოიყო- 1 045 498 ლარი, გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურრბაზე - 1 679 843 ლარი, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაზე - 2 757 053 ლარი, გეგმიურ ქიმიოთერაპიაზე - 1 203 959 ლარი.
მიმდინარე წელს რეგიონში აშენდა 21 ახალი ამბულატორია, რაზეც ჯამში 804 815 ლარი დაიხარჯა. რეგიონში შემოყვანილია 10 ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, წლის ბოლომდე კიდევ მოხდება 6 ახალი მანქანის გადმოცემა. შიდა ქართლში ბოლო 1 წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე დაიხარჯა 11 183 668 ლარი.
როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, 2013-2014 წლებში დაიგეგმა და განხორციელდა 3 ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, რითაც მოხდება 338 იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4 432 000 ლარი.
შიდა ქართლში 7 სოფლის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში 2014 წელს განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები: ახალსოფლის , მოხისის, თელიანის ჩასახლებებში მოეწყო სველი წერტილები, გაკეთდა კანალიზაციის ქსელი, მოხდა გაზიფიცირება, 212 ოჯახს დაუმონტაჟდათ წყლის გამაცხელებლები. ასევე განხორციელდა გაზიფიცირება სკრის დევნილთა ჩასახლებაში, მოეწყო გამავალი წყლის გამწმენდი (სალექავი) და 139 ოჯახს დაუმონტაჟდათ წყლის გამაცხელებლები, გამათბობლები, გაზქურები.
2013 წელს შავშვების დევნილთა ჩასახლებაში 177 ოჯახისათვის გაკეთდა ახალი ჭაბურღილი და ცენტრალური წყლის მაგისტრალი 2 500 გრძ.მ წყლის გამაცხელებლები დამონტაჟდა 134 ოჯახისთვის ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 1 წლის განმავლობაში 32 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა შემდეგ პროექტებზე: 5 მდინარის (მტკვარი, სურამულა, ბოჟამი, ძამა და ლეხურა) ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, სულ 4 023 360 ლარის ღირებულების; გზების მოასფალტებაზე, მოხრეშვა-მოშანდაკებაზე, ორმოულის შეკეთებაზე, სანიაღვრეების მოწყობაზე და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე შიდა ქართლში დაიხარჯა 15 344 543 ლარი. საავტომობილო მაგისტრალის რუისი-აგარის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 19 კილომეტია. პროექტის ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს, დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა.
რაც შეეხება რეგიონისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს - სოფლის მეურნეობას, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, 2013-2014 წლებში შიდა ქართლში იაფი აგროკრედიტის ფარგლებში გაიხსნა 10 ახალი საწარმო, აქედან 6 არის სამაცივრე მეურნეობა, ეთერზეთების საწარმო, წიწილის საჩეკი ფერმა, 150 სულზე გათვლილი საქონლის ფერმა და პლასტმასის ყუთების საწარმო. ამავე პროგრამის ფარგლებში გაშენდა 11 ახალი ბაღი, ჯამში 122 ჰა-ზე. გარდა ამისა, შიდა ქართლში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა უპრეცენდენტო პროექტი - არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება, რომელიც 2014 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და დასრულდა 10 დეკემბერს. პროექტში ჩართული იყო ხილის გადამამუშავებელი 6 საწარმო. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩაბარებულმა ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 43 377 ტონა, ხოლო სუბსიდიით გაცემულმა თანხამ 3 470 134 ლარი.
შიდა ქართლში 2014 წელს განხორციელდა ,,მცირემიწიან ფერმერთა“ დახმარების პროგრამა, აღნიშნული პროგრამით გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 8 903 515 ლარი. რითიც ისარგებლა 74 683 ბენეფიციარმა. ამ თანხით დამუშავდა (მოიხნა) 36 182 ჰა, ასევე ზემოაღნიშნულ ბენეფიციარზე გაიცა აგრობარათები. მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავ არხებს და სისტემებს, რაზეც დაიხარჯა 12 680 612 ლარი, რითიც შესაძლებელი გახდა 14 585 ჰა გასარწყავება. ჯამში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და განვითარებისთვის შიდა ქართლში ბოლო 1 წლის მანძილზე დაიხარჯა 25 054 261 ლარი. გარდა ამისა, ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში მიმდინარეობს 4 ახალი საწარმოს მშენებლობა.
ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმაც, რომლის განცხადებით, რეგიონში ელ. გამრიცხველიანება მოხდა 25 სოფელში, გამრიცხველიანდა 15 064 აბონენტი. ელექტროფიცირების სამუშაოები ჩატარდა 5 სოფელში ( გოსტიბე, ცხავერი, ღართა, გაგლოანთუბანი, ოქროს სოფელი), რომლებსაც 20-25 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. 2013-2014 წლებში გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 72 სოფელში. აქედან 58 არის ე.წ საზღვრისპირა სოფელი, სადაც ცხოვრობს 13 085 ოჯახი, რაზეც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იქნა 16 400 885 ლარი.
განათლებისა დ მეცნიერების მინისტრის მოადგილის ილია გიგაურის ანგარიშის მიხედვით, შიდა ქართლში რეაბილიტაცია ჩაუტარდა რეგიონის 22 საჯარო სკოლას; სოფელ აბანოში აშენდა ერთი საჯარო სკოლა, რაზეც დაიხარჯა 1 380 000 ლარი; რეგიონის 87 საჯარო სკოლის 3 068 მოსწავლეს უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება; შიდა ქართლში უახლოეს პერიოდში გაიხსენაბ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი.
ლია გიგაურის განცხადებით, 2013-2014 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოხდა ე.წ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები 471 სტუდენტის დაფინანსება, რამაც ჯამში შეადგინა 950 000 ლარი. ამის გარდა მუნიციპალიტეტებმა საკუთარი ბიუჯეტიდან დამატებით დააფინანსეს 359 სტუდენტი 325 784 ლარით.