მხარის რწმუნებული სახალხო დამცველს შეხვდა
20 იანვარი 2015
,,ცალსახად თანხვედრაა იმ მიმართულებებში, რომელსაც ვთვლით, რომ პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის. სამუშაოები სრულდება და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებას’’- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
იმავე დღეს სახალხო დამცველმა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2014 წლის ანგარიში მედიას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინა. სახალხო დამცველმა მოსახლეობას ღირსეული დაბრუნებისა და სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობის გადაუმჯობესებლად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისათვის შემუშავებული რეკომენდაციებიც გააცნო.