0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

9 აპრილი გორში
9 აპრილი გორში
09 აპრილი 2015

მათ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულებისთვის კიდევ ერთხელ ილოცეს. გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებმა მცირე ღონისძიება გამართეს, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. 26 წლის წინ, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და დასახიჩრდა 2000-მდე მომიტინგე.

Top