0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორმა ქალაქ გორში მშენებარე ობიექტები მოინახულა
გუბერნატორმა ქალაქ გორში მშენებარე ობიექტები მოინახულა
07 მაისი 2015

ბაგა-ბაღი 2012 წელს ევროკავშირისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, მაგრამ ფუნქციონირება ვერ შეძლო მშენებლობისას განხორციელებული მთელი რიგი კანონდარღვევებისა და საჭირო ნებართვების არარსებობის გამო. ბაგა-ბაღის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სადგურის დასახლებაში მშენებარე საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერეს და სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მშენებლობის ხელმძღვანელისაგან მოისმინეს. სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი 2013 წელს დაიწყო და სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ და მეორე ეტაპებზე დასახლებაში მოეწყო საკანალიზაციო ქსელი. მესამე ეტაპი კი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება, გულისხმობს გამწმენდი ნაგებობის აშენებას. პროექტის დასრულების შემდეგ დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი ამოქმედდება, რომელიც გამორიცხავს ქალაქის ეკოლოგიურ დაბინძურებას.

Top