0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ისრაელის ელჩი შიდა ქართლს ეწვია
ისრაელის ელჩი შიდა ქართლს ეწვია
20 მაისი 2015

შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის პროექტები განიხილეს. საქართველოში ისრაელის ელჩი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონის მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, არსებული მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გუბერნატორის მოადგილეგურამ მაჭარაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან, გოჩა ტყეშელაშვილთან და იუვალ ფუქსთან ერთად საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ახალგაზრდებთან შეხვედრისას საუბრის თემა განათლება და ამ თვალსაზრისით, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული ვითარება იყო. საუბარი ასევე შეეხო სოციალური–საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესებას, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე–ახალგაზრდების მოტივირებასა და პედაგოგების წახალისებას. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ისრაელის ელჩმა და პროექტ ,,ეტალონის’’ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმაც მიმართეს.

Top