სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა შიდა ქართლში
22 მაისი 2015
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობა და ამ პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების მდგომარეობა. სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო ტენდერებსა და შესყიდვების პროცესში არსებულ პრობლემებს. აქვე იმსჯელეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესაბამისად სოფლის კრებების მიმდინარეობის საკითხებსა და გამოვლენილ პრიორიტეტულ პროექტებზე.
რეგიონში შემავალმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე პროექტების მიმდინარეობასა და პროექტების ექსპერტიზის საკითხების შესახებ შესრულებული სამუშაოების ანგარიშიც წარმოადგინა.