0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
25 მაისი 2015

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელადგორის და ქვემო ხანდაკის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები. ოთხივე სოფლის გაზსადენის საპროექტო ჯამური სიგრძე 42 275 გრძივი მერტია, ხოლო აბონენტთა ჯამური რაოდენობა 945. მათ შორის - სოფელ გუდალეთი – გაზსადენის სიგრძე 9815 გრძივი მერტი, აბონენტთა რაოდენობა – 133; სოფელი ეზატი – გაზსადენის სიგრძე 7349 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა – 153; სოფელი თელადგორი – გაზსადენის სიგრძე 13386 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა – 382 და სოფელი ქვემო ხანდაკი – გაზსადენის სიგრძე 11725 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა – 277.

Top