0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში მიგრანტთა დახმარების პროგრამის შესახებ იმსჯელეს
გორში მიგრანტთა დახმარების პროგრამის შესახებ იმსჯელეს
09 ივნისი 2015

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებითახორციელებს, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორეს მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს – სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია; პროფესიული სწავლება; სოციალური პროექტების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება; იურიდიული დახმარება. პროგრამა ფარავს ქ.თბილისს, ქვემო ქართლს, მცხეთა–მთიანეთს, შიდა ქართლს, სამცხე–ჯავახეთსა და სამეგრელო–ზემო სვანეთს.

Top