0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გორში
პროგრამა აწარმოე საქართველოში პრეზენტაცია გორში
03 ივლისი 2015

3 ივლისს,  გორში   პრემიერ–მინისტრის ინიცირებული პროგრამის ‘’აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, რის შემდეგაც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან მოწვეულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და თბილისის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც რეგიონში უზრუნველყოფს შესაბამისი კონსულტაციების განხორციელებას . როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ პროექტის განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას ხელს შეუწყობს, როგორც ბიზნესის წამოწყებაში, ასევე არსებული ბიზნესის განვითარებაში, რაც რეგიონის განვითარებისთვის წამახალისელებელ ფაქტორს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა, გააღრმაონ ბიზნეს უნარები, გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება. შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული ერთი მეწარმე მიიღებს –5 000 ლარს, მეწარმეთა ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარს, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარს თანადაფინანსებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მეწარმის თანადაფინანსების წილი პროექტის განხორციელებაში შეადგენს დაფინანსებული თანხის არანაკლებ 20%–ს. გარდა ამისა, მეწარმეები უსასყიდლოდ მიიღებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციას, გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენისა და ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგს. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად 26 თვე, ხოლო განაცხადების შევსების პირველი ეტაპის ბოლო ვადად 03 აგვისტო განისაზღვრა.


Top