ციფრულ მაუწყებლობაზე შიდა ქართლი 9 ივლისს გადავა
06 ივლისი 2015
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეები გურამ მაჭარაშვილი და ამირან შავშიშვილი, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი,ხაშურის გამგებლის მოადგილე ზურაბჩხიტუნიძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით, ხოლო 2015 წლის 9 ივლისიდან შიდა ქართლის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.
ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რომლის მიხედვითაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.