კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის და საგაზო ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოები.
04 აგვისტო 2015
რწმუნებულ–გუბერნატორმა ასევე მოინახულა იგოეთი–კასპი ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) საავტომობილო გზის კმ1-კმ 6.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენს 4 555 000 ლარს, ჯამში დაიგება 6.5 კმ გზა და ასევე მოეწყობა ბიტონის სანიაღვრე არხები.