0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სოზარ სუბართან ერთად დევნილი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები მოინახულა
შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სოზარ სუბართან ერთად დევნილი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები მოინახულა
27 აგვისტო 2015

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან გურამ მაჭარაშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა. აღნიშნულ ოჯახებს პროექტის ,,სოფლად სახლი“ ფარგლებში სამინისტრომ კერძო სახლები საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად შეუძინა. სამაჩაბლოდან დევნილ ციციშვილების 7 სულიან ოჯახს სახლი გორის რადიონის სოფელ ქვეშში გადაეცა, ლაფაჩების 4 სულიან ოჯახს სოფელ ფლავში, ქარელების ოჯახმა სახლი სოფელ მარანაში მიიღო. შიდა ქართლის რეგიონში პროექტის ,,სოფლად სახლი“ ფარგლებში სახლის შეძენაზე თანხმობა 19 დევნილ ოჯახს ეთქვა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 660 ოჯახს. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გორში დევნილთა საარსებო წყაროების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვას დაესწრო, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

Top