0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ზურაბ რუსიშვილის ხელმძღვანელობით შიდა ქართლის დელეგაცია შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფებოდა
ზურაბ რუსიშვილის ხელმძღვანელობით შიდა ქართლის დელეგაცია შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფებოდა
29 სექტემბერი 2015

2015 წლის 20-22 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის ხელმძღვანელობით შიდა ქართლის დელეგაცია ეწვია. ქართულ და შვეიცარულ მხარეს შორის ოფიციალური შეხვედრები შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ვიზიტში მონაწილეობა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, ილია მარჯანიძემ მიიღეს. ვიზიტის გამართვის იდეა გასული წლის ოქტომბერში ტურგაუს კანტონში ირაკლი ყურაშვილის ოფიციალური ვიზიტისას დაიბადა. მაპინძლების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კანტონის შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები, შრომისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსი, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის მონაწილეები ტურგაუს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწვეულის, ტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების დარგებს დაეთმო. დელეგაციის წევრები არენენბერგის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო და განათლების ცენტრს, არენენბერგის სოფლის მეურნეობის საწარმოს, გიუტიგენის რეგიონში მდებარე ყველის წარმოებას, შვეიცარიაში ვაშლის კონცენტრატისა და წვენების დამამზადებელი ყველაზე დიდი ბრენდის "RAMSEIER''-ის ქარხანას ეწვივნენ. შიდა ქართლის გუბერნატორმა "RAMSEIER''-ის წარმომადგენელს, ურს ჰუბერს შიდა ქართლში საქმიანობის წამოწყება და ამისათვის, კანონით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან სრული ხელშეწყობა შესთავაზა. ზურაბ რუსიშვილმა ტურგაუს მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

Top