0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

პოლონური ინიციატივები შიდა ქართლისთვის
პოლონური ინიციატივები შიდა ქართლისთვის
28 ოქტომბერი 2015

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას პოლონეთიდან მაჟურის რეგიონის წარმომადგენლობა ესტუმრა. შეხვედრა რომელსაც აღნიშნული მხარის ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ მიზანად ისხავდა ინფორმაციის მიღებას ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჭიროებების, რესურსებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრას გუბერნატორთან ერთად ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი და გუბერნატორის პირველი მოადგილე სოსო ოქრომელიძე ესწრებოდნენ. დელეგციის წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილს გორელი ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პოლონეთში ახალგაზრდების სტაჟირების ინიციატივა გააცნეს. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის პროგრამებში ერთობლივად მონაწილეობის საკითხსაც. დელეგაციის წარმომადგენელთა თქმით, ქართულ-პოლონური ერთობლივი პროექტების ევროკავშირისთვის წარდგენის შემთხვევაში დაფინანსების შესაძლებლობა გაიზრდება. შეხვედრაზე მოხდა შიდა ქართლისა და მაჟურის რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემების განხილვა, რომელთა გადაჭრის მიზნით საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტის შექმნის შესაძლებლობებასაც. ზურაბ რუსიშვილმა პოლონელ მეწარმეებს შიდა ქართლში ბიზნესის დაწყება შესთავაზა. გუბერნატორმა მათ ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი საგადახადო სისტემისა და ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას. სტუმართა თქმით აღნიშნული შეთანხმება საქართველოს აძლევს, ახალი ბაზრების ათვისებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.ზურაბ რუსიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროცესზე რომელიც ასოცირების შეთანხმების პარალელურად საქართველოში მიმდინარეობს, ევროკავშირის კანონმდებლობასა და მთელ რიგ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. გუბერნატორმა მზადყოფნა გამოთქვა პოლონურ მხარესთან თანამშრომლობისთვის. ზურაბ რუსიშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა შიდა ქართლის რეგიონით დაინტერესებისთვის და სამომავლოდ მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მაჟურის რეგიონის ხელმძღვანელობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, რომლის ფარგლებშიც პოლონელთა ხელშეწყობით ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხვრებ დაინტერესებიულ ახალგაზრდებს გაცვლით და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

Top