0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ზურაბ ჩხეიძე 10 დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა
23 მაისი 2013

გუბერნატორთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სამართალდამცავები მათ დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდნენ და ოჯახის წევრების დაბურებას დაპირდნენ, მაგრამ მათი დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. „უკვე 10 დღე გავიდა მათი დაკავებიდან. როგორც ოჯახის წევრებმა გადმომცეს, დაკავებულებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მე ვთხოვ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ქართული მხარის წარმომადგენლებს გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაქსიმალურად იმოქმედონ, რათა მოხდეს განთავისუფლების პროცესის დაჩქარება,“ – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. ხაშურის რაიონის სოფლების კლდისწყაროს, წაღვლის, მცხეთის ჯვრის, ზემო ბროლოსანის და წეღვერის რვა მცხოვრები უკვე მეათე დღეა ცხინვალის ციხეში იმყოფება. ხაშურის რაიონის სოფლების კლდისწყაროს, წაღვლის, მცხეთის ჯვრის, ზემო ბროლოსანის და წეღვერის რვა მცხოვრები უკვე მეათე დღეა ცხინვალის ციხეში იმყოფება.

მიმაგრებული სურათები


Top