0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა შედგა
23 მაისი 2013

მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნილ ოთხ სამუშაო ჯგუფში ორთვიანი რეგულარული შეხვედრების, შესაბამისი მასალების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბეს. სტრატეგიის პროექტი შიდა ქართლის მდგრადი განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულებით სტრატეგიულ განვითარებას გულისხმობს. შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ “ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” პროგრამის წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის მოსაზრებები, რომლებიც მუშაობის შედეგაც გააჩნია სამუშაო ჯგუფებს და ექსპერტებს, ხოლო დოკუმენტი საბოლოო სახეს მაისის ბოლომდე მიიღებს. „წარმოდგენილი დოკუმენტი მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის ვინაიდან ეს იქნება ხედვები თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს შიდა ქართლის რეგიონი მომავალი წლების განმავლობაში. სამოქმედო გეგმა კი რომელიც შემდგომ ამ დოკუმეტის საფუძველზე შეიქმნება, ზუსტად განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის კონკრეტულ მიმართულებებს რეგიონალური ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს მართვის საკითხებში“, აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ წარმოდგენილი პროექტის ელექტრონული ვერსია გაეგზავნება განხილვაში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს, ექსპერტებისათვის შენიშვნებისა და მოსაზრებების მიწოდებისათვის. კორექტირებულ პროექტს კი შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ შექმნილი რეგიონული საბჭო დაახლოებით ორ კვირაში დაამტკიცებს.

მიმაგრებული სურათები


Top