0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი: "ქვეყანაში ფული მიზნობრივად იხარჯება"
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი: ქვეყანაში ფული მიზნობრივად იხარჯება
19 დეკემბერი 2015

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში რეგიონში 6 ახალი საწარმო დაფინასნდა- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გადაცემა "ეპიცენტრში" საუბრისას. რუსიშვილის განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს საკონსულტაციო ცენტრები და ამ ცენტრებში სრულად იძლევიან ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, გუბერნატორის თქმით ეს კონსულტაციები ნებისიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია, რაც ხელს უწყობს სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების გაცნობას სოფლის მეურნეობაში. გადაცემაში შიდა ქართლის გუბერნატორს მაყურებელმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კითხვა დაუსვა, რუსიშვილის განცხადებით რეგიონში საკამოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. "რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონში, გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის საშულაებას, რომ ერთ ან ორ წელიწადში პრობლემები სრულად ამოვწუროთ. მთავრობის მხრიდან პრიორიტეტი ენიჭება გამყოფი ზოლის სოფლებს. 56 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირება და ამჟამად აბონენტებად რეგისტრირება მიმდინარეობს. კომუნიკაციები გაყვანილია. ელექტროფიცირება სრულად არის დასრულებული. გვარდება სარწყავი და სასმელი წლის საკითხი. უფასოდ გაკეთდა გაზიფიცირება და გამრიცხველიანება. რიგდება შეშის ვაუჩერები. რაც შეეხება განათლებას, გამყოფი ზოლის მიღმა არსებულ ყველა სოფლში სტუდენტების სწავლის გადასახადს სახელმწიფო ფარავს ... ნიქოზში გაიხსნა ევროსტანდარტების საბავშვო ბაღი, ჩვენი პრიორიტეტებია საბაშვო ბაღები, სასმელი წყალი და გარკვეულ შემთხვევაში გზები. რეგიონის მოსახლეობის 80 პროცენტმა საყოველთაო ჯანდაცვით ისარგებლა. მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გადმოდის და სარგებლობს ჩვენი მედიცინით. ეს აისახება სტატისტიკაშიც, სიკვდილიანობა შემცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფული მიზნობრივად იხარჯება. მიუხედავად ყველაფრისა საკმაო პრობლემები რჩება, მთავრობა და მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს მოსახლების კეთილდღეობისთვის"- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გადაცემაში საუბრისას. 


Top