საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. სხდომას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და პარლამენტის წევრი გია ვოლსკი უძღვებოდნენ. შეხვედრას კომისიის წევრები,მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც განიხილეს შიდა ქართლში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი მდგომარეობა. აღნიშნულ სოფლებში არსებული სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ კომისიას ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიაწოდა. ინფორმაცია გამყოფი ხაზსის მიმდებარე სოფლებში გაზიფიკაციის,ელექტრო მომარაგების, მელიორაციის, სასმელი წყლის და ზოგადად განხორციელებული პროექტების შესახებ კომისიის წევრებს მუნიციპალიტეტის გამგებლებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. სხდომაზე საუბარი შეეხო ხსეებულ სოფლებში არსებულ გამოწვევებს და უმოკლეს ვადებში მათი გადაჭრის საშუალებებს.
საპარლამენტო კომისიის შეხვედრა გუბერნატორის ადმინისტრაციაში
22 დეკემბერი 2015