შიდა ქართლის რეგიონში 430 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 84 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 2,881,000.00 ლარი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ზერტში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ლეილა ტიელიძის ბაღის გაშენების პროცესი. ლეილა ტიელიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 7 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 70,000.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 65,115.00 ლარი ნერგებზე ხოლო 4,885.00 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
30 მარტი 2016