0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონალური განვითარების საბჭომ რეგიონული განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
03 ივლისი 2013

თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოთარ კონჯარია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი აკაკი რუხაძე და სტრატეგიაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სოსო სალუქვაძე ესწრებოდნენ. შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მოიცავს რეგიონის განვითარებას შემდეგი მმართულებებით: რეგიონული ეკონომიკა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის განვითარება, სოციალურ განვითარება და ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა. დოკუმენტის ექსპერტული მხარდაჭერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ "ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამამ უზრუნველყო. სტრატეგიის შექმნის მიზნით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისაგან ოთხი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ. რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის ოთარ კონჯარიას თქმით, "აღნიშნული სტრეტეგიის შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის რეგიონის განვითარების ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ის კონკრეტული პრიორიტეტები, რაც უნდა იქნეს მიღწეული მომდევნო 10 წლის განმავლობაში". "ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ. დოკუმენტი, ბუნებრივია, მოქნილი უნდა იყოს და შემდგომში ასახოს ის რეალობა, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენი რეგიონისათვის მომავალ წლებში. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შიდა ქართლის სპეციფიკიდან გამომდინარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სტრატეგიული განვითარების შესახებ სპეციალური დოკუმენტი მომზადდეს, რაზეც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და უახლოეს ხანში ისიც წარედგინება საქართველოს მთავრობას," - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორიმა ზურაბ ჩხეიძემ. დამტკიცებული სტრატეგია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად, ხოლო მთავრობის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უახლოესი წლების განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაგეგმად სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობას შეიძენს.

Top