0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს
გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს
16 მაისი 2016

   ქ.გორში, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად  შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, გორისა და ქარელის  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნის პროცესი განიხილეს. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს პირველი მარტიდან დაევალათ. დოკუმენტის მიზანია დაადგინოს მუნიციპალიტეტებში პროექტების შესაბამისობა გაწერილ პრიორიტეტებთან მიმართებაში. შეხვედრა, ამ ეტაპზე, მოიცავდა ორი მუნიციპალიტეტის გორისა და ქარელის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტებმა  ყურადღება დოკუმენტის დახვეწასა და სამომავლო განვიათარებაზე გაამახვილეს. 

მიმაგრებული სურათები


Top