0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საჯარო ლექცია ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ
საჯარო ლექცია ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ
17 მაისი 2016

ქალაქ გორში, ევროპის დღეების ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო ლექცია გამართა ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ესწრებოდნენ.

ევროკავშირის არსი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და პერსპექტივები, ასოცირების შესახებ შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესი წარმოადგენდა მთავარ განსახილველ საკითხებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებაზე საჯარო სკოლებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები მოაწყეს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპული სახელმწიფოების კულტურა და ღირებულებები, ეროვნული სამოსი და კერძები.

შეხვედრა საზოგადოება „ბილიკის“ და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.ევროპის დღეები საქართველოში 8 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს დასრულდება. 

მიმაგრებული სურათები


Top