0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა ეხმარება
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა ეხმარება
News contains an attached video
19 მაისი 2016

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,მიმდინარე წლის მაისში შიდა ქართლის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს.

აღნიშნულთან დაკავშრებით ქ.გორში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი და შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი, რომელმაც შიდა ქართლის მოსახლეობას აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მნიშვნელობაზე, რითაც შესაძლებელი იქნება მრავაწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარება.

ფერმერებს  პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი. 

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top