0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
16 ივლისი 2013

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობაც ესწრებოდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით და გორის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მოახდენს საოკუპაცუო ხაზის მიმდებარედ არსებული სიტუაციის მონიტორინგს და კონკრეტულ მონაცემთა ბაზას შექმნის. 35 კაციანი მონიტორინგის ჯგუფი მონიციპალიტეტის, დევნილთა სამინისტროს, არასამთავრობო და საერთოშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და მისი პირველი შეხვედრა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდება იმ სოფლების სიის ფორმირება, სადაც უნდა ჩატარდეს მონიტორინგი. ასევე მოხდება ჯგუფის წევრების დაყოფა და მონიტორინგის განრიგის დაზუსტება. შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ადმინისტრაციის ხედვა და გეგმები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. „ პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია, დროულად დაიწყოს გაზიფიცირების სამუშაოები და მისი დაფინანსება საქართველოს მთავრობამ მოახდინოს, როგორც არაკომერციული პროექტი. აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია გარკვეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ სოფლების განსაკუთრებულ რეჟიმში მოქცევისათვის. ეს სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რათა ხვალ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით არ მივიღოთ მძიმე შედეგები. ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს ამ საკითხებზე და უახლოეს ხანში წარმოვადგენთ ჩვენს კონკრეტულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ვგულისხმობთ განსაკუთრებულ რეჟიმში,“ განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ და მონიტორინგის ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში. ,,გთავაზობთ შეიქმნას ანალოგიური ჯგუფები ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ვინაიდან ანალოგიური მდგომარეობაა არა მხოლოდ თქვენს მიერ დასახელებულ 5 სოფელში, არამედ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე,“ დასძინა მან. საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდულად იმართება. აღნიშნული შეხვედრების მიზანია გუბერნატორის ოფისის და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების , ასევე იმ ორგანიზაციების ერთად შეკრება, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში პროექტებს ახორციელებენ და მათთან ერთად მიმდინარე საკითხების განხილვა.

Top