ზურაბ ჩხეიძე რუსული დელეგაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს
16 ივლისი 2013
,,სანამ ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას, ვცეკვავთ მათთვის კრემლში და სუფრებს ვშლით, რუსული მხარე აგრძელებს მავთულხლართების გაბმას საქართველოს გულში შიდა ქართლში... ფაქტია რომ, ამ პოლიტიკას არანაირი შედეგი არ მოაქვს და როდესაც ამას მივხვდებით უკვე გვიანი იქნება. ასევე მე ვურჩევ რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს და მათ მასპინძლებს, ნაცვლად მუზეუმებისა და რესტორნებისა აქ ჩამოიყვანონ და აჩვენონ ის, თუ როგორ „კარგად“ ექცევა მეზობელს მათი ქვეყანა, " განაცხადა ჩხეიძემ