0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ შაყულაშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
13 თებერვალი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან ერთად საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ამირეჯიბს შეხვდნენ. ასევე, შეხვედრას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების უფროსები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების შესახებ ისაუბრეს, რომელიც თებერვალში დაიწყება. როგორც აღინიშნა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. ,,სპორტისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი სკოლებში. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ბავშვების ინტერესები და საჭიროებები.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

 

Top