0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქვემო ხვედურეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
ქვემო ხვედურეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
03 ივნისი 2016

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხვედურეთში საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები მოინახულეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა. გამგებლის განცხადებით, საბავშვო ბაღი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

 ,,ჩვენი საქმიანობის მთავარ პრინცპს და აუცილებელ პირობას  მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები და მათი გათვალისწინება წარმოადგენს. მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილი კი სწორედაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა – რეაბილიტაციას უკავშირდება, ამიტომ მუნიციპალიტეტის გამგეობა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს როგორც სკოლამდელი აღზრდის, ასევე სხვა, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას „ – აღნიშნა გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

სოფელ ქვემო ხვედურეთში  საბავშო ბაღის მიმდინარე სამუშაოს  შპს „ახალი მშენებელი“ აწარმოებს. ბაღი  თანამედროვე სტანდარტებს და ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დაწესებულება გათვლილია ორ ჯგუფზე, რაც ჯამში სამოცამდე აღსაზრდელს შეადგენს.

 აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღი აგრეთვე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათათვის. პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის აგვისტოში, ხოლო მისი ღირებულება შეადგენს 95 000 ლარზე მეტს.საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობა მუნიციპალიტეტმა 23000 ათას ლარად შეიძინა. 

მიმაგრებული სურათები


Top