0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში მორიგი 6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ქარელის მუნიციპალიტეტში მორიგი 6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
03 ივნისი 2016

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო შაქშაქეთში ფცა-თამარაშენის 6 კილომეტრიანი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს.

 გზის ასფალტირების სამუშაოებს ასრულებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ – პროექტის მიხედვით სამუშაოები უახლოეს პერიოდში, მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

 პროექტის საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 1 663 999 ლარს. აღნიშნული პროექტი ისევე, როგორც ბრეძა–ატოცის დამაკავშირებელი 6 კილომეტირანი გზის ასფალტირება ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

 აღსანიშნავია, რომ სოფელი თამარაშენი ისევე, როგორც სოფელი ფცა საოკუპაციო გამყოფი ხაზის ახლო მდებარე სოფლები არიან, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა გაზიფიკაციისა და სასმელი წყლით მომარაგების პროექტები განხორციელდა.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის იოსებ ოქრომელიძის თქმით "აღნიშნულ სოფლებში მსგავსი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს შიდა მიგრაციის დონის შემცირებას და ადგილზე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას".

 

 

 

მიმაგრებული სურათები


Top