გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე,მოადგილესთან ამირან შავშიშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზს სტუმრობდა. სახელწმიფო რწმუნებული, სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებზე შეკითხვებს უპასუხა.
ქვემო ნიქოზის მოსახლეობასთან საუბრისას იოსებ ოქრომელიძემ ყურადღება გაამახვილა კრიტერიუმებზე, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსს განსაზღვრავს. არსებული მონაცემებით, ქვემო ნიქოზი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღებისთვის მთავრობის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, თუმცა მოსახლეობას განემარტა,რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სადავო კრიტერიუმები ხელახლა იქნება შესწავლილი,რის შემდეგაც შესაძლოა სოფელმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღოს.