ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. სანიაღვრე სისტემამ მოსული ნალექის გატარება ვერ შეძლო, რამაც ქალაქის ცენტრალური მოედნის და მიწისქვეშა გადასასვლელის დატბორვა გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინტენსიური სამუშაოების შედეგად წყლის სრულად ამოტუმბვა მოხდა. ინტენსიურმა წვიმამ ქვიშა და ღორღი ჩამოიტანა სუხიშვილის ქუჩაზე, რამაც მცირედით შეაფერხა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქს ნაწილობრივ გაეთიშა ელექტროენერგია, თუმცა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა ათკაციანი ჯგუფი, რომელიც აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს და დახმარებას უწევს მოსახლეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი. ამ მხრივ, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა და სტალინის ქუჩაზე. როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ამ დროისთვის ქალაქში წვიმის ინტენსივობამ იკლო, რაც სამუშაოების უფრო ინტენსიურად და ეფექტურად წარმოების საშუალებას იძლევა. ქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ ადგილას იმყოფება მერიის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარე სამუშაობს კოორდინირებას უწევს შიდა ქართლის რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია.
ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
07 ივნისი 2016