0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა
News contains an attached video
08 ივლისი 2016

სოფლის  მეურნეობის  პროექტების  მართვის  სააგენტოს  აგროპროექტ  „დანერგე  მომავალის“ მენეჯერმა  ლევან  დოლიძემ  და  შიდა  ქართლის  გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ბუგიანიშვილმა,  შიდა  ქართლში, ქარელის  რაიონის  სოფელ  აფნისში, პროგრამაში  მონაწილე  ერთ-ერთი ბენეფიციარის, კონსტანტინე  დავითაშვილის  ბაღის  გაშენების  პროცესი  დაათვალიერეს.  კონსტანტინე დავითაშვილი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და  სარწყავი  სისტემის  მოწყობისთვის 100   000  ლარის  სახელმწიფო  დაფინანსება მიიღო. მიღებული  დაფინანსებიდან  68 040  ლარი  ნერგებზე,  ხოლო  31 960  ლარი  წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
გიგა ბუგიანიშვილის თქმით, ეს პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონის დონეზე, რადგან ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ხოლო გუბერნატორის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს „პროექტ დანერგე მომავალის“ ინფორმაციულ გავრცელებას შიდა ქართლში.
გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 603 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება, ხოლო უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში აგროპროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში 17-მა ბენეფიციარმა უკვე 91  ჰა. გააშენა. 

 

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top