0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში მეჩვიდმეტე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
გორში მეჩვიდმეტე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
10 აგვისტო 2016

მეჩვიდმეტე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გაუძღვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა ქართლის მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუნიციპალიტეტებში შესაბამის პროექტებს ახორციელებენ.

შეხვედრის დებიუტში, გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა რეგიონში არსებული, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საკოორდინაციო საბჭოს რიგით 17 – ე შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი თამაზ გვიმრაძე, მან დევნილთა განსახლების პროგრამის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ცნობისთვის, საქართველოში, 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ, შეიქმნა გორის საკოორდინაციო შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ქმედებების კოორდინაციას, რათა მაქსიმალურად  გაზრდილიყო იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა შიდა ქართლში.

აღნიშნული შეხვედრები იმართებოდა რეგიონალური ხელისუფლების თანამასპინძლობით და UNHCR-ი ხელს უწყობდა ფორუმის შექმნას დისკუსიისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს შორის, რომლებიც მუშაობენ  მოსახლეობის კეთილდღეობისათვის შიდა ქართლში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს.

კოორდინაციის შესაძლებლობების და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც დაგროვდა UNHCR-ის და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობის შედეგად, 2016 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გადაიბარა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება.

 

 

 

 


Top