2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ შინდისის გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო დაცვის საპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კოპალაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ.
ოქრომელიძის თქმით, თითოეული მოქალაქე ვალდებულია ღირსეული პატივი მიაგოს გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. შინდისის გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლო დაიცვეს. ჩვენი ვალია შთამომავლობას გადავცეთ მათი გმიერობის ამბავი.
მთელი დღის განმავლობაში შინდისის მემორიალთან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ გმიეულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.