გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე დაპირებისამებრ ჭვრინისის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ პრობლემებს მოადგილესთან ამირან შავშიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო. ცოტა ხნის წინ ჭვრინისელები გუბერნატორის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ და მხარის რწმუნებულს სოფლად არსებული პრობლემების შესახებ უამბეს.
სოფელ ჭვრინისში რომელიც საოკუპაციო ხაზის პირას მდებარეობს, ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩატარდა გაზიფიცირებისა და ელექტრო გამრიცხველიანების სამუშაოები, მოეწყო სასმელი წყლის სისტემა.მიმდინარე წლსთვის დაგეგმილია გარე განათების და ამბულატორიის მოწყობა.
ჭვრინისში მყოფი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იოსებ ოქრომელიძის თქმით,"მუშაობა მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემის საპროექტო დოკუმენტაციის შექმნის საკითხზე. სარწყავ წყალს ჭვრინისელები ოკუპირებული ტერიტორიიდან იღებდნენ. მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, გავაგრძელებთ მუშაობას თანხების მოძიების და საჭირო პროექტების განხორციელებისთვის, რაც სსოფლად არსებული პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული – განაცხადა ჭვრინისელებთან შეხვედრისას იოსებ ოქრომელიძემ.
ჭვრინისის მოსახლეობამ კმაყოფილება გამოხატა მათ პრობლემებზე ხელისუფლების დროული რეაგირების გამო. სოფლის მოსახლეობა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს და მუნიციპალიტეტის გამგებელს, ჭვრინისთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ აქტიურ თანამშრომლობას დაპირდა.