0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
09 სექტემბერი 2016

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. შიდა ქართლში ეს რიგით მეოთხე ცენტრია. გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი  იოსებ ოქრომელიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსახლეობა აქამდე მომსახურების მისაღებად მიმართავდა გორის იუსტიციის სახლს, ამიერიდან კი ადგილობრივები სოფლიდან გაუსვლელად შეძლებენ  200–მდე საჯარო და კერძო მომსახურების მიღებას. ამასთან ერთად ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით. 

,,შიდა ქართლში მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს მარტივად და  სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის კეროძო მომსაურებით. ასეთი ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და მოსახლების სამოქალაქო ჩართულობას.“ – აღნიშნა გუბერნატორმა.

ცენტრი სოფლების: ფლავისმანის, მარანას, ფლავის, ტირძნისის, ბროწლეთის, ერგნეთის, თერგვისის, მეღვრეკისის, მერეთის, კარბის, ქერეს, ზარდიაანთკარის, გუგუტიაანთკარის, კოშკას, დიცის, ქორდის, არბოს, ძევერას, სათემოს, ქიწნისისა და შერთულის დაახლოებით 20 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

 

 

 

 

 

მიმაგრებული სურათები


Top