0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
02 სექტემბერი 2013

ანიმატორების მიერ შექმნილი ანიმაციური სურათი და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ფილმი ,,მთესველი“ ფესტივალის დღეებში წარმოდგენილი იქნება ამერიკელი, რუსი, გერმანელი, ბულგარელი, პოლონელი რეჟისორების ანიმაციური ფილმები. პარალელურად, მოწვეული რეჟისორები ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსაწვლეებისთვის მასტერკლსებს ჩაატარებენ. ფესტივალის ფარგლებში ნიქოზში ცნობილი იტალიელი სცენარისტის ტონინო გუერას ნახატების გამოფენაც ეწყობა. დაგეგმილია კულტურული პროგრამაც. ,,ნებისმიერი ფესტივალი ეს არის განსაკუთრებული მოვლენა და მითუმეტეს თუ ეს ხდება ისეთ სოფელში როგორიც ნიქოზია ორმაგად მნიშვნელოვანია, როგორც ანიმაციის განვითარებისათვის ასევე აქ მცხოვრები ბავშვებისა და ანიმაციის სკოლისათვის. აქედან გამომდინარე ტრადიციულად პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ფესტივალს და აფინანსებს მას. იმედი მაქვს ფესტივალი მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი და უფრო მეტ ანიმატორს, ანიმაციის მოყვარულს და პრფესიონალს გააერთიანებს,“ განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე. დღესვე ნიქოზში წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ახალი შენობაც გაიხსნა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის დახმარებით გადაეცა ეპარქიას, ხოლო რეაბილიტაცია ამერიკისა და იაპონიის საელჩოების დახმარებით მოხერხდა. სკოლა 2008 წლიდან ფუნქციონირებს მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით და აქ 100-ზე მეტი ადგილობრივ ბავშვი ეუფლება სხვადასხვა საგნებს და ხელოვნების დარგებს. ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორის ფესტივალი მესამე წელია იმართება ნიქოზის ხელოვნების სკოლის ინიციატივით და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით.

Top