0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა გაიხსნა
News contains an attached video
03 ოქტომბერი 2016

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში რეაბილიტირებულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – სკრის, ფხვენისისა და ტყვიავის სკოლების შეემატა. გახსნის ღონისძიებას მხარის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ,,მოხარული ვარ, რომ დღეიდან ჯანსაღ და სრულფასოვან გარემოში განაგრძობთ განათლების მიღებას, განათლება უმთავრესია თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის. გეტყვით, რომ აღნიშნული პოექტი წარმოადგენს ამერიკელი ხალხის საჩუქარს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სახელითაა ცნობილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ათობით სკოლა რეაბილიტირდა და კიდევ არაერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კეთილმოწყობაა დაგეგმილი." აღნიშნა ამირან შავშიშვილმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top