0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში კიდევ ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
კასპში კიდევ ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
News contains an attached video
05 ოქტომბერი 2016

კასპში №2 და №3 საბავშვო ბაღები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და მისი მოადგილე, ამირან შავშიშვილი ესწრებოდნენ. აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სტუმრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 ,,მოხარული ვარ, რომ დღეიდან ჩვენი პატარა მეგობრები ახალ და ჯანსაღ გარემოში ისწავლიან, ეს მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის, რომ შეძლონ მომავალში რეალიზებული და წარმატებულები გახდნენ. ასევე, მადლობას გიხდით პედაგოგებს, რომ ზრუნავთ მათზე და დიდი წვლილი შეაგქვთ ბავშვების აღზრდაში.“ აღნიშნა გუბერნატორმა.

№2 საბავშვო ბაღში 200, ხოლო №3 საბავშვო ბაღში 130 აღსაზრდელი სწავლობს. საერთო ჯამში კი რეაბილიტირებულ ბაღებს 500–ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეეძლება. ორივე შენობის აღდგენასა და აღჭურვაზე 430 000–მდე  ლარი დაიხარჯა, რომელიც უცხოური სამშენებლო კომპანიის ფილიალმა „ფერლით - ჯორჯია“ ჩაატარა.

2013 წლიდან დღემდე ქ.კასპში სამ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, 26 საბავშო ბაღს კი გადაუდებელი და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

მიმაგრებული ვიდეო


Top