0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა
გორში შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა
12 ოქტომბერი 2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა.განახლებული შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქამეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ქ. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ.შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა. მინისტრმა სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. განახლებულ შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი იმუშავებს.

მიმაგრებული სურათები


Top