შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ქ. გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად წმინდაწყლისა და კომბინატის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ამასთან ერთად გაეცნო ტყვიავის ქუჩაზე №10-ე კორპუსში ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერის პროექტის ესკიზს, რომელიც მომავალ წელს აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ტყვიავის ქუჩაზე მდებარე კორპუსში პროექტის მიხედვით დაგეგმილია სახურავის ნაწილის რეაბილიტაცია, სადარბაზოებისა და დაზიანებული კიბის უჯრედების სარემონტო სამუშაოები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანასების წილი პროექტის ღირებულების 90%-ს - 10 999 ლარს შეადგენს. სკვერის მოსაწყობად კი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 120 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის დეკემბერში მორიგ სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებდად. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებსა და ხელისუფლების წარომადგენლებს შორის დიალოგი და საკითხების ერთობლივი განხილვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას. მაცხოვრებლების თქმით, დაგეგმილი პრექტები მკვეთრად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ თუ გარემო პირობებს.
გუბერნატორი გორში კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებას სტუმრობდა
30 ნოემბერი 2016