შიდა ქართლის გუბერნატორი დვანში მიმიდინარე პროცესებს ეხმაურება
25 სექტემბერი 2013
აღმოჩნდება დვანის სამი მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლი და 150 ჰა მიწის ფართობი. გუბერნატორი დვანის რწმუნებულის ზაზა კოპაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ სადემარკაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არანაირი სასაზღვრო ხაზი არ გადმოწეულა და ბოდიში მოიხადა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის გამო.
„ რატომ აიძულებენ ადამიანებს, მითუმეტეს ოკუპირებული ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, თანაც სამუშაოების მიმიდნარეობის ფონზე, აკეთონ ასეთი სამარცხვინო განცხადებები. მითუმეტეს რწმუნებულმა შესანიშნავად იცის, რომ მისი მეზობლების და თანასოფლელების ფართობების ოკუპაციას ახდენენ რუსები. პირველ რიგში თავი უნდა დავანებოთ მაამებლურ პოლიტიკას და მკაცრად დავიცვათ ჩვენი ინტერესები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, რომელიც ბოლო ერთი წელია აქტიურად დაიწყო და ვშიშობ, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ასევე სასწრაფო წესით უნდა ვიზრუნოთ სოფლის მოსახლეობაზე. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, აღადგინოს სოფელ დვანის მთელი მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და რატომღაც ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა; ძალიან ბევრ ადამიანს მოუხსნა დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აგრეთვე უნდა გამოინახოს ალტერნატიული მიწის ფართობები მათთვის, ვისი მიწების ოკუპაციაც მოახდინა რუსეთმა. ჩვენ თუ ამ მიმართულებით არ წავედით მივიღებთ გაცილებით რთულ ვითარებას, ვიდრე გვაქვს დღეს,”განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.