0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სამხარეო ადმინისტრაციაში შემაჯამებელი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა
სამხარეო ადმინისტრაციაში შემაჯამებელი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა
27 დეკემბერი 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები შეაფასეს. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას, შიდა ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ, 2016 წელს დაფინანსებული და ამავე პერიოდში განსახორციელებელი პროექტები, ქართლის მუნიციპალიტეტებში დასრულებულია. შეფერხებებია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საქმე ეხება ქვახვრელი, ხიდისთავი, ატენის სასმელი წყლის პროექტის შესრულების ვადებს და ხარისხს. გუბერნატორის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტის გამგეობა 2016 წლის დასრულებამდე ვერ ასწრებს.

შეხვედრაზე კენჭი ეყარა 2017 წელს რეგიონში განსახორციელებელ პროექტების ფონდში (რგპფ)  წარსადგენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ცნობილი გახდა,რომ მიმდინარე წლის მსგავსად, 2017 წელსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დაეთმობა.

 

Top