0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ქარელში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
28 მარტი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ხარაბაძის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე,  მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხდომაზე 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც  მუნიციპალიტეტების მერებმა აღნიშნეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში განსახორციელებელი ახალი პროექტებიც მოიწონეს.

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.


Top