0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ტყვიავში სამედიცინო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი ტყვიავში სამედიცინო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
30 დეკემბერი 2016

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. დასკვნითი სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ტყვიავში აშენებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი, ერთდროულად, თოთხმეტი პაციენტის მიღებას შეძლებს. ცენტრის მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ ამჟამად ტყვიავის და მიმდებარე სოფლების ასობით მაცხოვრებელს, ავადმყოფობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უწევს წასვლა. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.


Top