შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე ქ. გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან და ქ. გორის მაჟორიტარ დეპუტატ, იოსებ მაკრახიძესთან ერთად ელექტროფიკაციის დასახლებაში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მაცხოვრებლების საჭიროებებსა და აღნიშნულ უბანში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა განიხილეს არსებული ვითარება და დაისახა გარკვული გეგმები, რაც 2017 წელს ეტაპობრივად განხორციელდება. გუბერნატორის თქმით, შეუძლებელია ყველა საჭიროების ერთდროულად მოგვარება, თუმცა ეს შესაძლებელია თანმიმდევრულად და პრიორიტეტების გათვალისწინებით. შეკრებილებმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა ამ გზით თავადაც იყვნენ ჩართულები მათი საჭიროებების მოგვარების პროცესში.
გუბერნატორი ელექტროფიკაციის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა
13 იანვარი 2017