კასპში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე იმყოფებოდნენ. კასპის მუნიციპალიტეტში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სპორტ-კომპლექსი ასობით ახალგაზრდასა და სპორტის მოყვარულ ადამიანს მოემსახურება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს - დარბაზს. აშენდა კალათბურთის, სრულიად ახალი, დარბაზი. დამონტაჟდა საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარზე მეტია. სამუშაოებზე 40 - მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
კასპში სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა
01 თებერვალი 2017