0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
20 თებერვალი 2017

ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ( DCFTA)  ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქ. გორში, რომელსაც შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და   საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამასთან ერთად, შეხვედრას რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილეს  ადილობრივი კერძო სექტორისთვის სხვადასხვა პრიორიტეტული  საკითხი.  საუბარია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც DCFTA სთავაზობს კერძო სექტორს ექსპორტის წახალისების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ამ კუთხით მეწარმეთათვის საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და საექსპორტო-სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური ჩართულობის კუთხით. 


Top