0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორმა კასპის მუნიციპალიტეტში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
გუბერნატორმა კასპის მუნიციპალიტეტში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
28 თებერვალი 2017

შიდა ქართლის გუბერნარნატორმა, კახა სამხარაძემ პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად კასპი–კავთისხევის საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თაღოვანი ხიდი, რომლის სრული რეაბილიტაცია თითქმის 50 წელია არ ჩატარებულა უკვე საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანისას.  ხიდის რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

მიმაგრებული სურათები


Top